თურქულ შეკრებაზე მყოფმა საჩხერის “ჩიხურამ” მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და პლოვდივის “ლოკომოტივთან” 0:3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ბულგარელებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს.
“ჩიხურა” – “ლოკომოტივი” (პლოვდივი) 0:3
“ჩიხურა”: კაკალაძე (მწყერაშვილი), კორიფაძე, კაშია, განუგრავა, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი (კაკაშვილი), ჭეჭელაშვილი (ენუქიძე), ჭანკოტაძე (ვოლკოვი), დეკანოიძე, სარდალიშვილი, კუჭუხიძე (ხარაბაძე).