ფეხბურთი

14:46 | 4.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვარლამ კილასონია: “თამაშისას ვნახავთ, რა შეგვიძლია”

ანტალიურ შეკრებაზე მყოფი ბოლნისის “სიონი” დღეს პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, მატჩი ყაზახური “ოკჟეტპესთან” თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

კლუბი მეოთხე დღეა მომზადებას ბელეკში გადის. ვარლამ კილასონია ფეხბურთელებს დღეში ორჯერად ვარჯიშებს უტარებს და ძირითადად ძალაზე, ტექნიკაზე და ტაქტიკაზე ავარჯიშებს. როგორ მიმდინარეობს საწვრთნელო პროცესი, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა.

“ანტალიაში მომზადების მეორე ეტაპს გავდივართ. ბიჭებს ესმით, რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ შეკრებას. საწვრთნელი პროცესი კარგად მიმდინარეობს. საბედნიეროდ, ის ორი ფეხბურთელი, რომლებიც ტრავმირებულები იყვნენ – ფოფხაძე და გაფრინდაშვილი, შემოგვიერთდნენ და უახლოეს შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ. 4 თებერვალს პირველ ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ და უკვე თამაშში ვნახავთ, რა და როგორ შეგვიძლია” – აღნიშნა კილასონიამ.

0.149975