ფეხბურთი

23:27 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამომ" უნგრულ "პაკშის" სძლია

ბათუმის "დინამომ" თურქეთში საკონტროლო მატჩი გამართა და უნგრეთის უმაღლესლიგელ "პაკშის" 2:1 მოუგო. ბათუმელები აგებდნენ და ჯერ სერბმა ახალწვეულმა ფორვარდმა ნიკოლა კომაზეცმა გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმში გიორგი კაშიას აქტიურობას მოჰყვა "პაკშის" ფეხბურთელის ავტოგოლი.

დინამო: ალავიძე (მამინაშვილი 46), ტვილდიანი (ქორიძე 46), გოგიტიძე, მიხაილოვიჩი (ტეტუნაშვილი 46), სუხიაშვილი, შონია (ვარშანიძე 82), თევდორაძე (გიორგი კაშია 46), ფონიავა, დიასამიძე (ქავთარაძე 46), ბერიაშვილი (აბუსელიძე 46), კომაზეცი (ქათამაძე 85)
გოლები: 0:1 ბაინერი (12), 1:1 კომაზეცი (33), 2:1 როდენბუჰერი (საკუთარ კარში 75)
შემდეგ მატჩს ბათუმელები 6 თებერვალს პოლონურ "იაგელონიასთან" გამართავენ.

0.120604