აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაწყებულ საერთაშორისო 10-ათასიან ტურნირში პირველი გამარჯვება იზეიმა გიორგი ცივაძემ.
მან საწყის რაუნდში ყაზახეთის წარმომადგენელი ტიმურ ხაბიბულინი 6:4, 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში იტალიელ ფილიპო ბალდის გაეჯიბრება.
წყვილთა თანრიგში ცივაძე და რუსი ფიოდორ ჩერვიაკოვი პირველი რეიტინგის მქონე რუსულ დუეტთან (კალოველონისი-ზაიცევი) 6:7 (6:8), 1:6 დამარცხდნენ.