„ა ლიგაში“ დღეს დაგეგმილი შეხვედრებიდან მეორე მატჩში ერთმანეთს ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი „ვითა“ და სეუ დაუპირისპირდნენ.
აღნიშნული გუნდების პირველმა მეოთხედმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა, რომელიც სეუ-მ ერთი ქულის სხვაობით - 16:15 მოიგო. აი, მესამე მეოთხედის თავზე კი, „ვითა“ უკვე 22 ქულით დაწინაურდა. მეოთხე მეოთხედში ფავორიტს თავი აღარ გამოუდვია და დროის ეს მონაკვეთი ფრედ - 17:17 დასრულდა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 83:61 „ვითას“ სასარგებლოდ.
ამრიგად, ზედიზედ ოთხი მოგებით „ვითა“ სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება. რადგან ეს გუნდი „ვთბ ლიგაში“ თამაშობს, მან მატჩები წინასწარ ჩაატარა.
ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი სეუ-ს ცენტრალურმა თავდამსხმელმა არჩილ პულუზაშვილმა აჩვენა, რომელმაც 21 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. რაც შეეხება „ვითას“, ამ გუნდში ყველაზე შედეგიან უკანახაზელ ირაკლი ჩლაიძის ანგარიშზე 17 ქულაა. ორმაგი დუბლის ავტორები გახდნენ მძიმე ფორვარდები - ლევან შენგელია (13 ქულა, 13 მოხსნა) და „ვითას“ ამერიკელი ლეგიონერი ომარ ტომასი (13 ქულა, 10 მოხსნა).
„ა ლიგაში“ მომდევნო შეხვედრა 5 თებერვალს ჩატარდება, რომელშიც „წყალტუბო“ „კაქტუსს“ უმასპინძლებს.
სეუ - ვითა 61:83 (16:15, 18:30, 10:21, 17:17)