საფრანგეთის ჩემპიონ “პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველ მარკო ვერატის განცხადებით, უახლოეს მომავალში პარიზის დატოვება მის გეგმებში არ შედის. როგორც 23 წლის იტალიელმა ფრანგულ მედიას უთხრა, პსჟ-ში თავს კომფორტულად გრძნობს და სხვა გუნდების ინტერესები არ ანაღვლებს.
“გუნდის შეცვლას არ ვაპირებ, რადგან “პარი სენ ჟერმენში” თავს კარგად ვგრძნობ. არამგონია, სხვაგან ისეთი ბედნიერი ვიყო, როგორც საფრანგეთში ვარ”, - თქვა ვერატიმ.
მარკო პსჟ-ში 2012 წელს იტალიური “პესკარადან” გადავიდა და მას შემდგომ გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. მიმდინარე სეზონში იტალიელს საფრანგეთის ლიგა 1-ში 15 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მოედანზე 4-ჯერ გავიდა.