ფეხბურთი

18:28 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი: “ბედნიერი მწვრთნელი ვარ”

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა თავისი გუნდის თამაშით “სტოკ სიტის” წინააღმდეგ (3:0) კმაყოფილება ვერ დამალა და თქვა, რომ ძალიან ბედნიერი მწვრთნელია.

“მე ძალიან ბედნიერ მწვრთნელი ვარ, რადგან ვნახე ლამაზი გოლი, ვაკონტროლებდით მთელ თამაშს. ვფიქრობ, პირველ ტაიმში შეტევაში კარგად ვითამაშეთ, შესვენების შემდეგ კი თამაშს მთლიანად ვაკონტორლებდით. “სტოკის” მსგავს ძლიერ გუნდს მომენტის შექმნის საშუალებაც არ მივეცით. ეს ძალიან კარგია, რადგან ამ გუნდთან თამაში ყოველთვის რთულია”, - ციტირებს ვან გაალის სიტყვებს “ბიბისი”.

“მანჩესტერი” პრემიერლიგაში 24 ტურის შემდეგ 40 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას 5 ქულა აშორებს.

0.137054