“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველით ხუან მატათი დაინტერესდა. როგორც Daily Mail-ი იუწყება, “ბლაუგრანას” წარმომადგენელი ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდა.
ესპანელი სპეციალისტის მიზანია მატა ანდრეს ინიესტას ნახევარდაცვაში შეუწყვილდეს, თავდასხმაში კი მესი, ნეიმარი და სუარესი იქნებიან.
მატას “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 34 მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე სეზონში ხუანმა 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.