ფეხბურთი

16:09 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰარტმა დანის რეკორდი გაიმეორა

ინგლისის ეროვნული ნაკრების მეკარემ ჯო ჰარტმა რიჩარდ დანის რეკორდი გაიმეორა. 28 წლის ფეხბურთელმა “სანდერლენდთან” მოგებულ (1:0) მატჩში მიიღო მონაწილეობა და “მანჩესტერ სიტის” მაისურით პრემიერლიგაში 253 ჩატარებული შეხვედრა დაუგროვდა.

მომდევნო მატჩში ჰარტი უკვე ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება. ჯოს და რიჩარდ დანის შემდეგ, ინგლისის ჩემპიონატში ყველაზე მეტ შეხვედრაში "ქალაქელთაგან" ვინსენ კომპანის (215), პაბლო საბალეტას (200) და იაია ტურეს (185) მიუღიათ მონაწილეობა.

0.115149