ფეხბურთი

13:02 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“გურიამ” უკრაინელი მეკარე დაიმატა

საქართველოს უმაღლესი ლიგის ბინადარმა ლანჩხუთის “გურიამ” ლუგანსკის “ზარიას” მეკარე ანდრეი პოლტავცევი დაიმატა. აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად უკრაინული გუნდის ვებგვერდი ადასტურებს. 24 წლის კიპერი “გურიაში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

პოლტავცვევი “ზარიას” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და აქამდე მთავარი გუნდის გარდა, 21-წლამდე გუნდშიც უთამაშია. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, იგი მთავარი მეკარის, იგორ ლევჩენკოს დუბლიორი გახლდათ.

0.131799