ფეხბურთი

12:31 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩინელები ტურეს წელიწადში 30 მილიონ გირვანქას სთავაზობენ

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა იაია ტურემ შესაძლოა კარიერა ჩინეთში გააგრძელოს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს. გამოცემის რწმუნებით, ერთ-ერთი ჩინური კლუბი აფრიკელ ფეხბურთელს წელიწადში 30 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთავაზობს.

ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი გუნდი ცდილობს ტურეს გადაბირებას. ფეხბურთელის აგენტმა თჰე შუნ-ს განუცხადა, რომ სეზონის ბოლოს იაია ინგლისელებს დატოვებს. თუ ნახევარმცველი აზიაში წავა სათამაშოდ და ხელფასის სახით 30 მილიონ გირვანქას მიიღებს, იგი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

მიმდინარე სეზონში ტურემ 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.118213