ფეხბურთი

10:11 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავა “როსტოვის” ძირითადში, არაბიძე სკამზე

ესპანეთში შეკრებას განაგრძობს რუსეთის პრემიერლიგის მეორეადგილოსანი “როსტოვი”, რომელმაც სამი კვირის წინ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა შეიძინა.

ყურბან ბერდიევის გუნდი ესპანეთში ჩინურ “ცზიანსუ საინტს” გაეჯიბრა და 3:0 გაანადგურა. “როსტოვის” ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და მოედანზე პირველი ტაიმი დაჰყო 22 წლის კაჭარავამ. აღსანიშნავია, რომ რუსებმა სამიდან ორი გოლი სწორედ საწყის ნახევარში გაიტანეს. კაჭარავას განსაკუთრებული თამაშით თავი არ გამოუჩენია, მაგრამ სასიამოვნოა, რომ ბერდიევი მას სასტარტო შემადგენლობაში ადგილს ანდობს, თუნდაც სპარინგ თამაშებში...

იქვე, ესპანეთში ემზადება სეზონის მეორე ნაწილისთვის გიორგი არაბიძის დონეცკის “შახტარიც”. ამჯერზე მირჩა ლუჩესკუ ქართველ ფეხბურთელს არ ენდო და პოლონური “პიასტის” წინააღმდეგ მატჩში (3:1) 90 წუთი სათადარიგო სკამზე დატოვა. რუმინელმა სპეციალისტმა განაცხადში მყოფ ყველა ფეხბურთელს მისცა თავის გამოჩენის შანსი, გარდა გიორგისა და მეკარე კანიბოლოცკისა. არადა, ამერიკული შეკრების დროს არაბიძეს სათამაშო დრო არ აკლდა და თავიც არ შეურცხვენია...

0.123455