გუშინდელი სპარინგის შემდეგ, თბილისის “დინამომ” დღეს ორჯერადი ვარჯიში გამართა. გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, იურაი იარაბეკმა დილის წვრთნაზე ფეხბურთელები ნაკლებად დატვირთა და აქცენტი უმეტესად აღდგენით ვარჯიშებზე გააკეთა. აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისელებს მორიგი საკონტროლო მატჩი 4 თებერვალს ბელარუსის “ბატეს” წინააღმდეგ ელით.
აი, “დინამოს” დუბლები კი, რომლებიც ბელეკთან ახლოს – კუნდუში იმყოფებიან, დავით ჭიჭვეიშვილმა სრული დატვირთვით ავარჯიშა.
“დინამოს” დუბლშემადგენლობა პირველი გუნდის დარად დღეში ორჯერად ვარჯიშებს გადის. დილის მზადება გუნდმა უმეტესად ფიზ-მომზადებას დაუთმო, საღამოს კი ტაქტიკაზე აქცენტირებული წვრთნა ჩატარდა. დავით ჭიჭვეიშვილის გუნდი თურქეთში რამდენიმე სპარინგს გამართავს.