ჩოგბურთი

23:16 | 2.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა პირველივე მატჩი წააგო

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრანგულ მონპელიეში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 520 070 ევრო) ჩაება და პირველივე მატჩში მარცხი განიცადა.

Open Sud De France-ის საწყის შეხვედრაში ბასილაშვილმა კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ფრანგ კენი დე შეპერს პირველი სეტი კი მოუგო, თუმცა, საბოლოოდ, 6:4, 6:7 (4:7), 3:6 დამარცხდა.

წყვილთა ტურნიში ქართველი ჩოგბურთელი მონაწილეობას არ იღებს.

0.115308