ხვალ იწყება ჩოგბურთში ფედერაციის თასის გათამაშება ქალთა შორის. პირველი ჯგუფის ევრო-აფიკული ზონის ,,ბ“ ჯგუფის გუნდებს - საქართველოს, დიდ ბრიტანეთს და სამხრეთ აფრიკას ისრაელის ქალაქი ეილატი უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებში ყველა წამყვანი ჩოგბურთელი ირიცხება: სოფო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე, სოფო ქვაცაბაია და ოქსანა კალაშნიკოვა. გუნდის კაპიტანია ვეტერანი ჩოგბურთელი მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი.
საქართველოს ნაკრების შეხვედრათა განრიგი:
3 თებერვალი: საქართველო - სამხრეთ აფრიკა
4 თებერვალი: დასვენების დღე
5 თებერვალი: საქართველო - დიდი ბრიტანეთი
აღნიშნული ტურნირი ექვს თებერვალს დასრულდება.