ჭიდაობა

14:29 | 2.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლების 5 მედალი და გუნდური მეორე ადგილი პარიზიდან

30-31 იანვარს პარიზმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, სადაც საქართველოს 23-წლამდელა ნაკრების წევრებმა იასპარეზეს და ჯამში 5 მედლის მოპოვება შეძლეს. ქართველებმა 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო აიღეს, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი, 58 ქულით, მეორე ადგილი დაიკავეს.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს შოთა ფარტენაძემ (61), გიორგი ბრეგაძემ (65) და ავთანდილ კენჭაძემ (70), ხოლო ბრინჯაოს მფლობელები ლევან მურცხალაძე (57) და გიორგი რევაზიშვილი (61) გახდნენ.

ფარტენაძემ (61) ფინალამდე შვეიცარიელი ანდრიან ვოკი 10:0 და მაკედონიელი ადილ ადილი 12:2 დაამარცხა ფინალში კი დაძაბურ ბრძოლაში ირანელების მსოფლიოს ჩემპიონ ჰასან რაჰიმისთან 1:5 წააგო. ამავე წონაში რევაზიშვილმა ფრანგი ადამ სოუ 14:2 დაამარცხა, ნახევარფინალში კი რაჰიმისთან წააგო – 0:10. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში, გიორგიმ ირანელ მოხტან სადეგიკოუკანდეს მოუგო – 15:6.

ბრეგაძემ (65) საფინალო გზაზე სამი ფრანგი მეტოქე ჩამოიცილა, რიკ ფიქუეტი – 11:8, ვალენტინ სანფრატელო – 2:0 და იური სიემაკინი – 10:8. ფინალში ქართველი მოჭიდავე მონღოლ ლამგარმა ნარმანდახთან დამარცხდა – 8:19.

კენჭაძემ (70) ფინალამდე თანაგუნდელი არჩილ გიგაური და ფრანგი ჯონ ბური ერთნაირი ანგარიშით – 10:0 დაამარცხა, ფინალში კი ირანელ საედ მოჰამადისთან მეტად თანაბარ ბრძოლაში, მსაჯის გადაწყვეტილებით დამარცხდა – 7:9. გიგაური ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბელარუს აზამატ ნურიკოვთან დამარცხდა – 0:10.

ზურიკო ურთაშვილმა (125) და ირაკლი მწითურმა (86) მიღებული ტრამვების გამო ვეღარ შეძლეს შეჯიბრის გაგრძელება. უმედლოდ დარჩნენ კახა ელბაქიძე (65) და გიორგი ტიგიშვილიც (74).

გუნდს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ემზარი ბედინეიშვილი და მწვრთნელები ოთარ თუთიშვილი და გოჩა კირკიტაძე ხელმძღვანელობდნენ.

www.wrestling.ge

0.303769