კალათბურთი

12:23 | 2.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას 4 ქულა, 13 მოხსნა და მარცხი ატლანტაში (+VIDEO)

ზაზა ფაჩულია სანახევროდ მშობლიურ ატლანტას ეწვია და იმ გუნდს, რომელშიც 2005-დან 2013 წლამდე 8 სეზონი თამაშობდა, „დალასის“ მაისურით დაუპირისპირდა. ამ გუნდებს მიმდინარე სეზონში თითქმის ერთნაირი შედეგი აქვთ და ადგილობრივი კედლების გამო ფავორიტადაც მასპინძლები მიიჩნეოდნენ.

ჯეფ ტიგმა სეზონში პირადსარეკორდო 32 ქულა ჩააგდო და დალასელებს შანსი არ დაუტოვა. „ქორებმა“ საბოლოოდ 112:97 დაამარცხეს ტეხასელები და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე გადაინაცვლეს. ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მთლიანობაში 28 წუთი ითამაშა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 1 ორქულიანი და 8-დან მხოლოდ 2 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების ცენტრის ანგარიშზე საბოლოოდ 4 ქულა დაგროვდა, თუმცა ფაჩულია ტრადიციულად კარგად გაისარჯა ფარქვეშ და მატჩში უმეტესი 13 მოხსნა მოაგროვა. ქართველი ცენტრის მეურვე ალ ჰორფორდმაც 28 წუთი ითამაშა და მატჩი 10 ქულითა და 4 მოხსნით დაასრულა. დალასელთაგან კი საუკეთესო შედეგი ჩანდლერ პერსონსმა დააფიქსირა, რომელაც 19 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.

28 მოგებითა და 23 წაგებით დალასელები დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-6 ადგილზე არიან და მომდევნო მატჩს 4 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „მაიამისთან“ გამართავენ.

www.gbf.ge

0.117084