ფეხბურთი

22:50 | 1.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ცხინვალმა” “გურია” დაამარცხა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გამართულ ამხანაგურ მატჩში კახა კაჭარავას მიერ დარიგებულმა “ცხინვალმა” ლანჩხუთის "გურია" 3:1 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში თორნიკე გორგიაშვილმა გახსნა. “გურიამ” წონასწორობა არტაგ ალექსეიანის გოლით აღადგინა. მეორე ტაიმის მიწურულს თავი ნიკა ნოზაძემ გამოიჩინა და “ცხინვალი” დააწინაურა, თამაშის მიწურულისკენ კი საბოლოო ანგარიში სოსო ჩახნაშვილმა დააფიქსირა.

ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაკუბავა (კაჭკაჭიშვილი), მაისაშვილი, ჯაფარიძე, გორგიაშვილი, ქარდავა, ბეჭვაია, ქოჩლაძე, ლექვთაძე, ივანიშვილი

მეორე ტაიმი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ჯიშკარიანი, ბურძენაძე, ნოზაძე, მახარობლიძე, გორელიშვილი, ლობჯანიძე, ჩახნაშვილი.

0.120811