ფეხბურთი

21:03 | 1.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” პეროტი გაიფორმა

იტალიური “რომა” შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს. “ჯალოროსის” ვებგვერდის ცნობით, კლუბმა “ჯენოას” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი დიეგო პეროტი გაიფორმა. რომაელებს 27 წლის არგენტინელის დამატება 11.5 მილიონი ევრო დაუჯდათ, ხოლო კონტრაქტი ძალაში 2020 წლის 30 ივნისამდე იქნება.

დიეგო პეროტი “ჯენოაში” 2014 წლის ზაფხულში ჩაირიცხა, ხოლო მანამდე ესპანურ “სევილიას” რიგებში ირჯებოდა. აღსანიშნავია, რომ დიეგო “რომას” მეორე ახალწვეული შემტევია სტეფან ელ შაარავის შემდეგ.

0.116964