ნორვეგიელმა დიდოსტატმა მაგნუს კარლსენმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში უძლიერესი მოჭადრაკეა.
ჰოლანდიაში დასურლებულ რიგით 78-ე სუპერტურნირ Tata Steel Chess-ზე კარლსენმა 13 ტურში 9.0 ქულა მოაგროვა და აშშ-ს სახელით მოასპარეზე ფაბიანო კარუანას და ჩინელ დინგ ლირენს 1 ქულით გაუსწრო.
მომდევნო ადგილები ასე განაწილდა:
4-6. უესლი სოუ (აშშ), პაველ ელიანოვი (უკრაინა), ანიშ გირი (ნიდერლანდები) – 7.0 ქულა.
7-8. ვეი უი (ჩინეთი), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – 6.5 ქულა.
9. სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – 6.0 ქულა.
10-11. ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი), დავიდ ნავარა (ჩეხეთი) – 5.5 ქულა.
12-14. ჰოუ იფანი (ჩინეთი), ვან ველი (ნიდერლანდები), მაიკლ ადამსი (ინგლისი) – 5.0 ქულა.
კარლსენმა სოლიდური საპრიზო ფონდიდან 10 ათასი ევრო მიიღო.