კალათბურთი

12:09 | 1.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 12 ქულა და გამარჯვება "ლოიოლასთან"

დუდა სანაძის „სან დიეგომ“ ვესტ ქოუსთის კონფერენციაში მე-2 გამარჯვება მოიპოვა. კალიფორნიელებმა „ლოიოლა მერიმაუნთის“ უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლეს და 77:69 დაამარცხეს.

ქართველი უკანახაზელი თამაშში სათადარიგოთაგან ჩაერთო და მოედანზე 29 წუთი გაატარა. სანაძემ 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

საქართველოს ნაკრების წევრს საბოლოოდ 12 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა დაუგროვდა. სანაძე 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთიც 2-ჯერ დაკარგა. სანდიეგოელებს 23 ქულით მარკუს ჰარისმა ულიდერა.

ვესტ ქოუსთის კონფერენციაში „სან დიეგოს“ 2 მოგების წილ 8 მარცხი აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩს სანაძის გუნდი 5 თებერვალს, შინ, „პასიფიკთან“ გამართავს.

0.130392