საქართველოს ეროვნული ნაკრების კვაჭებს, რომლებიც ბრიტანულ კლუბებში თამაშობენ, გასულ შაბათ-კვირას გამართულ მატჩებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
კელტების ლიგის მე-13 ტურში შალვა მამუკაშვილის “გლაზგო უორიორსი” სტუმრად “ოსპრეიზს” შეხვდა და 20:20 დაუზავდა. უელსში თამაშს 7 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო და სქოთებმა ტაიმი 13:10 მოიგეს, ხოლო 53-ე წუთზე 20:13 დაწინაურდნენ, მაგრამ 68-ე წუთზე ლელო-გარდასახვა გაუშვეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს. “გლაზგოს” 11 თამაშის შემდეგ 29 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა.
ინგლისის ავივა პრემიერშიპის მე-10 ტურში ჯაბა ბრეგვაძის “ვუსტერ უორიორსმა” “ექსეტერს” უმასპინძლა და 15:30 დამარცხდა. “ვუსტერმა” 55 წუთი იბრძოლა. მართალია ამ პერიოდში ორი უპასუხო ლელო გაუშვა, მაგრამ ჯარიმებით ბრძოლაში დარჩენა შეძლო და ანგარიში 15:15 იყო, თუმცა, მერე კიდევ ორი ლელო გაუშვა, საკუთარი მონაგარი ვეღარ გაზარდა და 15:30 დამარცხდა. “უორიორზს” 10 თამაშიდან 12 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-10 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ “ვუსტერი” პრემიერშიპისა და ჩელენჯ ქაფის ტურნირებში, აგერ უკვე ზედიზედ მე-11 თამაშია მოედანს დამარცხებული ტოვებს.