საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში იმყოფება და ძალებს მონპელიეს საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავს, რომლის საპრიზო ფონდიც 520 070 ევროა.
ბასილაშვილს საწყისი რაუნდის დაძლევის კარგი შანსი აქვს, რადგანაც პირველ შეხვედრაში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს გაეჯიბრება.
ცნობისთვის, Open Sud De France-ზე პირველი განთესვა ფრანგ რიშარ გასკეს აქვს, მას კი კვალში მარინ ჩილიჩი (ხორვატია), ჟილ სიმონი (საფრანგეთი) და ბენუა პაირე (საფრანგეთი) უდგანან.