რაგბი

18:13 | 31.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“არმიამ” “ჯიქი” დასაჯა

გორის “ჯიქი” თბილისის “არმიასთან” მატჩში გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ზედ საფინალო სასტვენის წინ უპატიებელი შეცდომა დაუშვა, ლელო-გარდასახვა გაუშვა და ზედიზედ მესამედ დამარცხდა.

“შევარდენზე” გამართული მე-13 ტურის მატჩი სანახაობრივი ვერ გამოდგა. ორივე გუნდი ზედმეტად ხშირად ჯარიმდებოდა, მაგრამ ოდნავი სათამაშო უპირატესობა მაინც გორელთა მხარეს იყო და შედეგიც ლოგიკურისკენ მიდიოდა. “ჯიქს” მატჩის მიწურულს ერთ-ერთი აუტსაიდერისთვის პრემიალური ქულაც უნდა აერთმია, მაგრამ მოხდა პირიქით და საბოლოოდ თავად მოუწია მხოლოდ პრემიალური ქულით დაკმაყოფილება.

პირველ ტაიმში გუნდებს სალელოვე შანსი ფაქტობრივად არც ჰქონიათ. მატჩის დებიუტი გორელების იყო, რომლებმაც 12 წუთში ორჯერ გამოიმუშავეს ჯარიმა და რამაზ ხარაზიშვილი ორივე შემთხვევაში ზუსტი იყო. “არმიამ” მეტოქის ნახევარზე პირველი გადასვლისთანავე ჯარიმის უფლება მოიპოვა და ბექა ურჯუკაშვილმა ჩამორჩენა შეამცირა. 22-ე წუთზე მას შორეული დარტყმა გაუცუდდა, თუმცა 36-ე წუთზე უკვე ზუსტი იყო და წონასწორობა აღდგა. თამაში რომ განახლდა ახლა “არმია” დაჯარიმდა და ხარაზიშვილმა გორელები დააწინაურა, 1 წუთში დარტყმის უფლება ურჯუკაშვილმა მიიღო, მაგრამ 45 მეტრიდან შანსი ვერ გამოიყენა და ტაიმი 9:6 დასრულდა.

მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში პრაქტიკულად საინტერესო არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ რეფერიმ 59-ე წუთზე მალხაზ ჯინჭარაძე მაღალი ბოჭვისთვის გაასინბინა და “არმია” 10 წუთით მეტობაში დარჩა. მაგრამ ამ სიტუაციაში კაცნაკლული “ჯიქი” უკეთ გაისარჯა და 62-ე წუთზე ხარაზიშვილს კარიდან მარცხნივ, 25 მეტრიდან ჯარიმა კი გაუცუდდა, მაგრამ მერე გორელებს ლელომდე ცოტა დააკლდათ, სამაგიეროდ ჯარიმა მიიღეს და ანგარიში 12:6 გახდა. შეხვედრის ბოლოს “ჯიქი” სათამაშო უპირატესობას დაეუფლა და ლელოს გატანის კარგი შანსიც ჰქონდათ, მაგრამ პასმა დააგვიანა, მერე ბურთი გიორგი აფციაურმა ჩაჭრა, ლელომდე დაახლოებით 90 მეტრი ირბინა და გარდასახვის შემდეგ გამარჯვება “არმიას” დარჩა - 13:12.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. დიდი 10. XIII ტური

29 იანვარი

თბილისი. “შევარდენი”.

არმაზი (თბილისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი) 13:29

30 იანვარი

თბილისი. “შევარდენი”. 400 მაყურებელი

ყოჩები (ბოლნისი) - ხარები (რუსთავი) 19:12

ფოთი.

ბათუმი (ბათუმი) - აკადემია (თბილისი) 21:16

31 იანვარი

თბილისი. “შევარდენი”.

ჯიქი (გორი) - არმია (თბილისი) 12:13 (9:6)

ჯიქი: 15. სვანიძე, 14. ხარაზიშვილი, 13. გაბროშვილი, 12. ხუციშვილი, 11. ბიწაძე, 10. ნინიძე, 9. ზაბახიძე; 1. კაკოვინი, 2. მამრიკიშვილი, 3. გურგენიძე, 4. გოგლიძე, 5. ჯინჭარაძე, 6. შენგელია, 7. მჭედლიშვილი, 8. სუხაშვილი.

სათადარიგოები: 16. ქარჩავა, 17. ორაგველიძე, 18. ჩირგაძე, 19. დიდებულიძე, 20. თხელიძე, 21. ჯინჯიხაძე, 22. დევსურაშვილი, 23. კიკნაძე.

4 ჯარიმა: ხარაზიშვილი

1 ჯარიმა: ჯინჭარაძე

არმია: 15. აფციაური, 14. მესხი, 13. ჩხიკვაძე, 12. ურჯუკაშვილი, 11. ზიბზიბაძე, 10. გაბუნია, 9. როხვაძე; 1. ქორიძე, 2. მეკოკიშვილი, 3. ფსუტური, 4. ქარუხნიშვილი, 5. სურგულაძე, 6. გოგლიძე, 7. დაუშვილი, 8. დარასელია.

სათადარიგოები: 16. ოქრომელიძე, 17. ოდიშვილი, 18. ჭავჭავაძე, 19. გოგოლაძე, 20. ნიბლაძე, 21. ღვინჯილია, 22. მახარაშვილი, 23. მერკველიშვილი.

1 ლელო: აფციაური

1 გარდასახვა: ურჯუკაშვილი

2 ჯარიმა: ურჯუკაშვილი

ქუთაისი.

აია (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 12:12

31/01

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო სარასენს თბილისი

13

10

1

2

2

1

0

250:178

+72

27/16

45

2

ბათუმი ბათუმი

13

9

1

3

1

3

0

222:174

+48

18/07

42

3

ლოკომოტივი თბილისი

13

8

1

4

1

4

0

237:184

+53

24/14

39

4

ჯიქი გორი

13

7

1

5

3

3

0

205:148

+57

22/10

36

5

ყოჩები ბოლნისი

13

8

0

5

1

3

0

224:201

+23

17/18

36

6

აია ქუთაისი

13

7

2

4

1

2

0

210:182

+28

16/14

35

7

აკადემია თბილისი

13

5

0

8

0

4

0

130:189

-59

08/19

24

8

ხარები რუსთავი

13

4

0

9

0

5

0

153:216

-63

13/23

21

9

არმია თბილისი

13

3

1

9

0

6

0

208:280

-72

14/31

20

10

არმაზი თბილისი

13

0

1

12

0

7

0

165:252

-87

15/22

9

მომდევნო ტური. 13_14 თებერვალი

აკადემია - ჯიქი, ყოჩები - ბათუმი, ლოკომოტივი - ხარები, ლელო-სარასენსი - აია, არმია - არმაზი

0.146514