ჩოგბურთი

16:20 | 31.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა “ავსტრალიის ღია პირველობა” მეექვსედ მოიგო

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა Australian Open-ის ფინალში ენდი მარეი 6:1, 7:5, 7:6 დაამარცხა და წლის პირველი “დიდი სლემის” ტურნირი კარიერაში მეექვსეჯერ მოიგო, რაც “ღია ერაში” რეკორდული მაჩვენებელია.

ჯოკოვიჩმა 61-ე ტიტული და “დიდი სლემის” 11-ე ტურნირი დაისაკუთრა, რითაც ლეგენდარულ როდ ლეივერს და ბიონ ბორგს გაუტოლდა.

შეხვედრა 2 საათსა და 56 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტში სერბმა იოლად იმარჯვა. რაც შეეხება მეორე და მესამე სეტებს ენდიმ იბრძოლა, მაგრამ მთელი შეხვედრის განამვლობაში იგრძნობოდა, რომ ბრიტანელს შეხვედრის მოგების შანსი არ ჰქონდა. ფსიქოლოგიურად სერბი ბევრად მომზადებული შეხვდა ფინალს, ვიდრე ბრიტანელი. ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ მარეი “ავსტრალიის ღია პირველობის” ფინალში დღევანდლამდე 4-ჯერ იყო გასული და არც ერთი გამარჯვება არ ქჰონდა, რაც ალბათ შოტლანდიელს დამატებით მღელვარებას სძენდა.

ჯოკოვიჩმა ტუნრირის მოგებით 3 400 000 ამერიკული დოლარი დაიმსახურა, ხოლო მარეიმ 1 700 000.

მატჩის დასრულების შემდეგ ჩოგბურთელებმა მცირე კომენტარები გააკეთეს.

ემდი მარეი: “მინდა მივულოცო ნოვაკს გამარჯვება. ამ ტურნირის ექვსჯერ მოგება წარმოუდგენელია. მადლობა ჩემს გუნდს”.

ნოვაკ ჯოკოვიჩი: “მადლობა ენდის ასეთი კარგი თამაშისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ მას კიდევ ექნება ამ ტურნირის მოგების შანსი. მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს ასეთი მაღალ დონეზე ჩატარებისთვის. ძალიან მიხარია, როცა ისეთი ლეგენდარული ჩოგბურთელების გვერდით მაყენებენ, როგორებიც არიან ბიონ ბორგი და როდ ლეივერი, ამ უკანასკნელს თამაშზე მოსვლისთვის მინდა მადლობა გადავუხადო”.

0.135684