ფეხბურთი

16:04 | 31.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

საბანაძემ ჩერკასის "დნიპროში" გაიტანა

24 წლის ფორვარდი ნიკა საბანაძე უკრაინის პირველლიგელ ჩერკასის "დნიპროშია", ამხანაგურ მატჩში ითამაშა და გადამწყვეტი გოლიც გაიტანა. ეს უკრაინის ქვედალიგელ "ინგულეცთან" 3:2 მოგებულ შეხვედრაში. მსაჯის მიერ დამატებული წუთები მიმდინარეობდა, როცა საბანაძემ თავით შეაგდო.

ჩერკასის "დნიპრო" პირველ ლიგაში მესამე ადგილზეა. საბანაძე ბოლოს "საბურთალოში" თამაშობდა, მანამდე კი იყო ქუთაისის "ტორპედოში", "ზესტაფონსა" და თბილისის "დინამოში". სავარაუდოდ, საბანაძე სწორედ ჩერკასში გააგრძელებს კარიერას.

0.125798