ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ხუან კუადრადო შესაძლოა, ზაფხულიდან კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდეს. გამოცემა Don Balon-ის ცნობით, ესპნაური გრანდის ხელმძღვანელებმა ლონდონის “ჩელსის” შეთავაზება უკვე გაუკეთეს. მოგეხსენებათ, კუადრადო “არისტოკრატების” საკუთრებაშია და იტალიაში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით თამაშობს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხის გაღებას გეგმავს “ბლაუგრანა” სამხრეთამერიკელი მოთამაშის სანაცვლოდ.
კუადრადო “ჩელსიში” ერთი წლის წინ გადავიდა, მაგრამ ნისლიანო ალბიონზე ვერაფრით დამკვიდრდა და ზაფხულში “იუვენტუსში” გადაბარგდა, რომლის შემადგენლობაში დღემდე 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანა შეძლო.