გიბრალტარის საჭადრაკო ტურნირის 5 ტურის თავზე ლიდერებში 4 მონაწილე იმყოფება. ესენი ავსტრიელი მარკუს რაგერი (2689), ფრანგი ეტიენ ბაკრო (2697) და ინდოელები პენდიალა ჰარიკრიშნა (2755) და აბიჯეეტ გუპტა (2613) არიან, რომელთა აქტივშიც 4.5-4.5 ქულაა.
რაც შეეხება ტურნირის ერთადერთ ქართველ მონაწილე ბელა ხოტენაშვილს (2502), მას 3.0 ქულა აქვს და 72-ე პოზიციაზეა. ხოტენაშვილმა მე-4 ტურში შავი ფიგურებით გევეინ ჯოუნსთან (2625) წააგო, მეხუთეში კი თეთრებით ხუან მანუელ ბელონ ლოპესს (2376) დაუზავდა.
ათ ტურად მიმდინარე ტურნირის მე-6 ტურში ხოტენაშვილი შავი ფიგურებით აშშ-ს სახელით მოთამაშე კაზიმ გულამალის (2379) ეთამაშება.