როგორც goal.com-ი იუწყება, არგენტინულმ “ინდეპენდიენტემ” მარტინ ბენიტესის მადრიდის “რეალში” გაყიდვაზე უარი განაცხადა. სამხრეთამერიკელებმა გადაწყვეტილება ერთი ფაქტის გამო მიიღეს – “სამეფო კლუბი” ტრანსფერის შემდეგ შემტევის განათხოვრებას აპირებდა.
“რეალი” მზადაა 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაიხადოს. “გალათასარაი” კი არგენტინელის სანაცვლოდ 10.5 მილიონ ევროს ჩამოდის. 2015 წელს ბენიტესმა 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.