ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა მიმდინარე სეზონის ბოლოს შესაძლოა “მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვოს. ინფორმაციას goal.com-ი ავრცელებს.
34 წლის ფეხბურთელს “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს დ მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებას ჯერჯერობით არ აპირებენ. კერიკით პსჟ და MLS-ის ერთი გუნდია დაინეტრესებული.
კერიკი “მანჩესტერში” 2006 წლიდან ასპარეზობს და 400 ჩატარებულ მტჩში 23 გოლი გაიტანა.