ფეხბურთი

20:43 | 31.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსიმ” ბემფორდი “ნორვიჩში” განათხოვრა

ლონდონის “ჩელსის” საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელი პატრიკ ბემფორდი სეზონის დარჩენილ დროს იჯარის წესით “ნორვიჩში” გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია 22 წლის მოთამაშის ახალი კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მიმდინარე სათამაშო წელი ახალგაზრდა ფეხბურთელმა “კრისტალ პალასში” დაიწყო, სადაც 9 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ მოედანზე 33 წუთს ატარებდა და თავი მხოლოდ 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ირლანდიისა და ინგლისის ორმგი მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონ ევროს შეადგენს.

0.118673