ფეხბურთი

10:40 | 31.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილმა და სხირტლაძემ ამხანაგურებში გაიტანეს

პოლონეთის “პოგონმა” საკონტროლო მატჩში 1:3 წააგო ჩეხურ ‘სიგმასთან”. პოლონელთაგან ერთადერთი გოლი ლადო დვალიშვილმა გაიტანა, რომელმაც 82 წუთი ითამაშა. ლადომ პირველი ტაიმის ბოლოს მიითვალა გოლი.

დავით სხირტლაძემ პირველი მატჩი ჩაატარა დანიის პირველლიგელ “სილკებორგში” და გოლიც გაიტანა: 8:1 მოგებულ თამაშში დანიის ქვედალიგელ “ოდერთან”. სხირტლაძემ 22-ე წუთზე შეაგდო, რითაც 3:0 გახადა ანგარიში.

ლაშა დვალის “შლიონსკმა” 3:0 სძლია ‘ბელხატუვს”. ორმხრივი შეთანხმებით, მატჩი 120 წუთს გაგრძელდა, დვალი კი სასტარტოში იყო და 60 წუთი ითამაშა.

“ფრაიბურგმა” 1:3 წააგო “ციურიხთან”. ლუკა ჰუფნაგელმა სასტარტოში ითამაშა, 82-ე წუთამდე მინდორზე იყო.

0.132985