ბუნდესლიგის XIX ტურის მეორე სათამაშო დღის შემდეგ ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა ხუთ ქულამდე შემცირდა. დორტმუნდის “ბორუსიამ” გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოუგო დებიუტანტ “ინგოლშტადტს” და მიუნხენურ გიგანტთან ქულათა სხვაობა შემაცირა. ოთხეულს კი ახალი ბინადარი ჰყავს – “ლევერკუზენი”.
ვინ იცის, როგორ დასრულდებოდა “სიგნალ იდუნა პარკზე” “დორტმუნდისა” და “ინგოლშტადტის” შეხვედრა, რომ არა მატჩის არბიტრი. დებიუტანტები მრისხანე მეტოქეს კარგა ხანს მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ და 65-ე წუთზე გოლიც გაიტანეს, თუმცა... მატს ჰუმელსმა საჯარიმოს გარედან ისეთი დაარტყა თავისი გუნდის კარი აიღო, მაგრამ მატჩის მთავარმა მსაჯმა ჯარიმა დააფიქსირა და გოლი გააუქმა. არადა, სტუმარი ფორვარდი თამაშის წესს არ არღვევდა... მერე კი, “ბორუსიამ” მეტოქე გატეხა. ჯერ ლუკაშ პიშჩეკის გადაცემით, შემდეგ უკვე გონსალო კასტროს პასით ვინ გაიტანდა თუ არა, პიერ ემერიკ ობამეიანგი. სოწრედ გაბონელი ბომბარდირის დუბლით იმარჯვა ტომას ტუხელის გუნდმა და მინიმუმ ერთი დღით “ბაიერნს” დაუახლოვდა.
ალბათ მექსიკელი ხავიერ ერნანდესი ნანობს, რომ გერმანიაში კარიერა აქამდე არ გააგრძელა. ბუნდესლიგაში ჩიჩარიტომ თავი დიდებულად წამროაჩინა და ამჯერად უკვე შავ დღეში მყოფ “ჰანოვერს გაუტანა ორი გოლი. სანამ მექსიკელი თავდამსხმელი დაიწყებდა ტომას შააფის გუნდის კარის დალაშქვრას, თავი შტეფან კისლინგმაც გამოიჩინა – 3:0. “ბაიერმა” მოპოვებული სამი ქულით ოთხეულში შეაბიჯა და იქიდან გუშინ დამარცხებული “გლადბახი” მიაბრძანა.
ამასობაში “გლადბახს” მარტო “ლევერკუზენმა” კი არა, გელზენკირხენის “შალკემაც” გადაასწრო. “ხუმარებმა” გასვლაზე “დარმშტადტს” ადვილად და ოფლის დაუღვრელად აჯობეს. “შალკემ” ორი გოლი შეაგდო – პირველი ტაიმის დასასრულს და მეორეს დასაწყისში.
ნამდვილი საფეხბურთო თრილერი იხილეს “ვეზერშტადიონზე” შეკრებილმა გულშემატკივრებმა. ბერლინის “ჰერტა” წარმატებულ სეზონს ატარებს და ბრემენში მოგებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ბოლო წუთებში სტუმარ ფეხბურთელებს ყურადღებაც გაეფანტათ და სამი ქულაც. პირველ ტაიმში ვლადიმირ დარიდას დიდებული გოლით “ჰერტა” დაწინაურდა, მერე დედაქალაქელებმა მეორეც გაიტანეს. მეორე ტაიმში კი ყველაფერი ტავდაყირა დაგდა. თუმცა მანამდე, 73-ე წუთზე, სალომონ კალუმ ანგარიში 3:1 გახადა და თითქოს პალ დარდაის გუნდს მიმდინარე წელს პირველად უნდა მოეგო, მაგრამ “ვერდერის” მოთამაშეები ასე არ ფიქრობდნენ. ვეტერანმა კლაუდიო პიზარომ ორ წუთიან ინტერვალში დუბლი შეასრულა – 3:3.
დღევანდელი დღის ბოლო მატჩში “შტუტგარტმა” სახლში “ჰამბურგს” ბოლოში გატანილი გოლით მოუგო, ხოლო “აუგსბურგი” და ფრანკფურტის “აინტრახტი” ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ.
“აუგსბურგი” – “აინტრახტი” 0:0 (0:0)
აუგსბურგი, WWK არენა
მაყურებელი: 28 653
“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, ჰონგი, კლავანი, მაქსი (ჯა-ჩოელი 72); კორი, ბაიერი (ფეულნერი 46); ეშვეინი, მორავეკი (ტროხოვსკი 82), ჯი; ბობადილია
მწვრთნელი: ვეინზიერლი
“აინტრახტი” (4-2-3-1): გრადეცკი; ჰასებე, ძამბრანო, აბრაჰამი, ოცზიპკა; რუსი, სტენდერა; აიგნერი (სეფეროვიჩი 90), ფაბიანი (იგნიოვსკი 89), ჰუსჟტი; მეიერი
მწვრთნელი: ვეჰი
გაფრთხილება: ბაიერი (42), კორი (47) – აბრაჰამი (62), ჰასებე (79)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 13 (6) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 2:2
მსაჯი: შტეგერმანი
“ლევერკუზენი” – “ჰანოვერი” 3:0 (1:0) (მიმოხილვა)
ლევერკუზენი, “ბაი არენა”
მაყურებელი: 28 790
“ლეევრკუზენი” (4-4-2): ლენო; ჰილბერტი (იედვაი 78), ტაჰი, ტოპრაკი, ვენდელი; ბელარაბი (მეჰმედი 78), კრამერი, კამპლი, ჩალჰანოღლუ (ბრანდტი 73); ჩიჩარიტო; კისლინგი
მწვრთნელი: შმიდტი
“ჰანოვერი” (4-1-3-2): ცილერი; საკაი, მარსელო, გულსელამი, ალბორნოზი; ჰოფმანი; იამაგუჩი, შმიედებახი (ბეხი 65), პრიბი (მაქსიმი 76); ალმეიდა, სჟალაი
მწვრთნელი: შააფი
გოლები: 1:0 კისლინგი (44), 2:0 ჩიჩარიტო (63, პენ), 3:0 ჩიჩარიტო (87)
გაფრთხილება: გულსელამი (25), საკაი (62), ჰოფმანი (65)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 7 (2) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 5:1
მსაჯი: ველცი
“დარმშტადტი” – “შალკე” 0:2 (0:1) (მიმოხილვა)
დარმშტადტი, “მერკ-შტადიონი”
მაყურებელი: 17 000
“დარმშტადტი” (4-4-1-1): მატეინია; გარიჩსი, სულუ, რაიკოვიჩი, კალდიროლა; ჰელერი, ნეიმეიერი, გონდორფი (საილერი 77), რაუში (კემპე 61); როზენტალი (ვრანიჩი 61); ვაგნერი
მწვრთნელი: შუსტერი
“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; კაისარა, მატიპი, ნოიშტადტერი, კოლასინაჩი; გეისი, გორეცკა; სანე (შოპფი 89), მეიერი (ჰოიბერგი 84), ჩუპო-მოტინგი; ჰუნტელაარი (ფრიდრიხი 90)
მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი
გოლები: 0:1 მეიერი (43), 0:2 სანე (53)
გაფრთხილება: რაუში (55), ნიემეიერი (66), რაიკოვიჩი (83) – მეიერი (59), გორეცკა (84)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 10 (7) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 2:9 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: შიბერტი
“დორტმუნდი” – “ინგოლშტადტი” 2:0 (0:0) (მიმოხილვა)
დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”
მაყურებელი: 81 359
“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ჰუმელსი, დურმი; გინტერი, ვეიგლი (ლეიტნერი 55); რამოსი (პულისიჩი 68), კაგავა (კასტრო 55), მხითარიანი; ობამეიანგი
მწვრთნელი: ტუხელი
“ინგოლშტადტი” (4-3-3): ოზჩანი; და კოსტა, მატიპი, ჰუბნერი, ბაუერი; კრისტიანსენი, როგერი, მორალესი; ჰარტმანი (ლექსი 71), ლეზჩანო (კოენი 88), ლეჩკიე (ბრეგერიე 84)
მწვრთნელი: ჰასენჰუტლი
გოლები: 1:0 ობამეიანგი (77), 2:0 ობამეიანგი (86)
გაფრთხილება: ვეიგლი (28), სოკრატისი (61), მხითარიანი (81) – ბაუერი (26), მორალესი (75)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 5 (3) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 4:1 თამაშგარე: 3:2
მსაჯი: ვინკმანი
“ვერდერი” – “ჰერტა” 3:3 (0:2) (მიმოხილვა)
ბრემენი, “ვეზერშტადიონი”
მაყურებელი: 40 141
“ვერდერი” (4-4-2): ვიედვალდი; გებრე სელასიე, ვესტერგაარდი, ჯილობოჯი, გარსია; ოზტუნალი (ბარტლესი 46), ფრიტცი, იუნუზოვიჩი (ფროდე 90), გრილიტში (კლეინჰესლერი 63); პიზარო, უჯა
მწვრთნელი: სკრიპნიკი
“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; ვეიზერი, ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენგარდტი; ლუსტენბერგერი, სკიელბერგი (ჰეგელერი 90); ჰარაგუჩი (ვან დერ ბერგი 69), დარიდა, კალუ; იბიშევიჩი (შტარკი 86)
მწვრთნელი: დარდაი
გოლები: 0:1 დარიდა (29), 0:2 პლატენჰარდი (41), 1:2 ბარტლესი (67), 1:3 კალუ (71), 2:3 პიზარო (75, პენ), 3:3 პიზარო (77)
გაფრთხილება: გარსია (40), ფრიტცი (48), ჯილობოჯი (53) – ჰარაგუჩი (9), სკიელბერგი (46), ვეიზერი (68)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 12 (4) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: დანკერტი
“შტუტგარტი” – “ჰამბურგი” 2:1 (0:0)
შტუტგარტი, “მერსედესბენც არენა”
მაყურებელი: 41 780
“შტუტგარტი” (4-1-4-1): ტიტონი; გროსკროიცი, შვააბი, ნიედერმაიერი, ინსუა; სერეი დიე; რუპი, გენტნერი, დიდავი (მაქსიმი 88), კოსტიჩი (სუნჯიჩი 90); ვერნერი (კრავეცი 78)
მწვრთნელი: კრამნი
“ჰამბურგი” (4-2-3-1): ადლერი; დიკმაიერი, ჯურუ, კლებერი, ოსტრზოლეკი; კაჩარი (რუდნევსი 73), ჰოლტბი; მიულერი (გრილიტში 61), ჰანტი, ილიჩევიჩი; ლასოგა (იუნგი 88)
მწვრთნელი: ლაბადია
გოლები: 1:0 ჰანტი (66, ა.გ) (66), 1:1 რუდნევსი (73), 2:1 კრავეცი (89)
გაფრთხილება: გროსკროიცი (20) – ადლერი (79), ჰანტი (84), ოსტრზოლეკი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 24 (11) – 13 (5) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 10:4 თამაშგარე: 3:5
მსაჯი: პერლი