ფეხბურთი

17:36 | 30.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძე: “ბოლომდე მზად არ ვარ”

გიორგი არაბიძე დონეცკის “შახტარის” მთავარ გუნდს ნელ-ნელა უშინაურდება. როგორც ქართველმა შემტევმა დონბასური კლუბის ვებგვერდს განუცხადა, მოსამატებელი აქვს, რადგან თანაგუნდელებთან უფრო მეტად შეთამაშება უნდა.

“ყველა თამაში იყო ძალიან ინტესიური და სასარგებლო. ჩვენ კარგ გუნდებს შევხვდით, განსაკუთრებით “ფლუმინენსე” და “კორინთიანსი” მომეწონა. ეს თამაშები გვეხმარება, რომ ჩემპიონატს კარგ ფორმაში და მზად შევხვდეთ.

თუ ჩემს მდგომარეობაზე ვისაუბრებთ, ასი პროცენტით მზად არ ვარ და ჯერ კიდევ მომატება მმართებს. მადლობელი ვარ მთავარი მწვრთნელის, რომელიც მოედანზე გასვლის შანსს მაძლევს. ჩემს თანაგუნდელებთან უნდა შევთამაშდე, ახალი კომბინაციები დავამუშავოთ და უფრო მეტად სტაბილურად ვითამაშო”, - უთხრა გიორგიმ “შახტარის” ვებგვერდს.

არაბიძეს მირჩა ლუჩესკუ სპარინგებში ენდობა და 17 წლის ქართველი შემტევიც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, მის ანგარიშზე უკვე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

0.130988