რუსთავის “ხარებმა” დიდი 10-ის მე-13 ტურის მატჩის პირველ ტაიმში, ბოლნისის “ყოჩებს” ორი უპასუხო ლელო გაუტანა და 12:0 დაწინაურდა, მაგრამ შესვენების შემდეგ თავად 19 უპასუხო ქულა მიიღო და საბოლოოდ 12:19 დამარცხდა.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც თამაშის ბედზე გარემო პირობებმა დიდი გავლენა იქონია. ზურგქარი პირველ ტაიმში რუსთაველებისთვის ქროდა და შედეგად, ბოლნისელებს მეტოქის ნახევარზე გადასვლა უჭირდათ, მაგრამ გუნდებმამახრე რომ იცვალეს, “ყოჩებმა” ბუნდებრივი პრიობებით უკვე “ყოჩებმა” ისარგებლა და თემურ სოხაძის 14 ქულით და ლევან გოგოლაშვილის ბრწყინვალე ლელოთი თამაში სათავისოდ შემოატრიალა.
თამაშის მსვლელობის მხოლოდ ქარზე დაბრალება მართებული არ იქნება. პირველ ტაიმში “ხარების” შერკინება უდიდეს უპირატესობას ფლობდა, ღია თამაშის მცდელობისას “ყოჩების” მორაგბეები შეცდომებს უშვებდნენ და ამით მეტოქე ხეირობდა. თუმცა, ერთ ეპიზოდში მსაჯებიც შეცდნენ და ამით რუსთაველებმა ლელო დაუმსახურებლად მიიღეს, საბოლოოდ კი, ყველაფერი გამოცდილებამ, უკეთესმა ფიზიკურმა მომზადებამ და ინდივიდუალურად მაღალმა სათამაშო კლასმა გადაწყვიტა.
მთლიანობაში შეხვედრა კარგი სანახავი გამოდგა. თამაში მაღალ ტემპში, ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა და ერთადერთი, რაც მას ხიბლს უკარგავდა, ხშირი ტექნიკური წუნი იყო. შეიძლება ითქვას, რომ რუსთაველების უმთავრესი სატკივარი ამ ეტაპზე კარში დამრტყმელის არყოლაა, თორემ პირველ ტაიმში მათ კიდევ უფრო დიდი უპირატესობის მოპოვების საშუალება ჰქონდათ და საკუთარი შესაძლებლობები რომ გამოეყენებინათ, მეორე ტაიმში “ყოჩებს” მატჩის ბედის შემოტრიალება გაუჭირდებოდათ.
გიორგი ბასილაიას ჯარიმიდან ანგარიშის გახსნა პირველსავე წუთებზე შეეძლო, მაგრამ ქარში ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანი ვერ გაისწორა. მერე ბოლნისელები შერკინებაში ზედიზედ ორჯერ დაჯარიმდნენ და პირველ ჯერზე “ხარებმა” კარში დარტყმა არც კი სცადა, არადა, პოზიციას ცუდი არ ეთქმოდა, ხოლო მეორე ჯერზე მიზანმა გიორგი ნათელაშვილს დაახლოებით 33 მეტრიდან უმტყუნა. მე-12 წუთზე თორნიკე თეგეთაშვილი თავისი 22-იდან იწყებდა კონტრშეტევას, ცრუმოძრაობებით რამდენიმე მცველს კარგად აუარა გვერდი, მერე ის მიხეილ გაჩეჩილაძემ შებოჭა, რომელიც მსაჯმა სახიფათო ბოჭვად შეაფასა და ბოლნისელი სინბინში გაუშვა.
ტაიმის შუაში გიორგი ბებიაშვილმა გაჭრა ხაზი და სალელოვედ შეუტია, “ყოჩებმა” ის 22-ში შეაჩერეს, მაგრამ დაჯარიმდნე. ამჯერად ბურთი აუტში გაიგზავნა, 5-მეტრა დერეფნიდან აგორებული მოლი მცველებმა შეაჩერეს, რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ კი, მიშა ზურიკაშვილი კონტაქტისას დატრიალდა და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, ხოლო ბასილაიამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და მე-17 “ხარები” 7:0 დაწინაურდა. 25-ე წუთამდე “ხარებმა” კიდევ ერთხელ მოინახულა მეტოქის 22, მაგრამ ამჯერად უქულოდ, მერე კი, ბოლნისელები გააქტიურდნენ და ლელომდეც სულ ცოტა დააკლდათ. სწრაფი, დინამიური შეტევის შემდეგ, სოხაძემ 22-ის ხაზიდან ფეხით ბურთი მარცხნივ ჩაკიდა, იქ გიორგი ხარშილაძემ ის ორ მცველს ააცალა და ალექსი ხუციშვილს გადმოუგდო, რომელიც შებოჭეს და თავის მხრივ დავით ხიდეშელს უპასა, მაგრამ ისიც შებოჭეს და ბურთიც დააგდებინეს.
გააქტიურებულმა “ყოჩებმა” 31-ე წუთზე კარგი კონტრშეტევა წამოიწყო, ნიკა ჩხიკვაძემ ფეხით შეაცურა ბურთი, მას მაღალ სიჩქარეზე ხუციშვილი მიყვა და ლელოსაც აუცილებლად გაიტანდა, მაგრამ ოვალი ვერ დამოირჩილა და საბოლოოდ წინ დაუვარდა. 35-ე წუთზე “ყოჩებმა” თავის 22-ში ზედიზედ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, ბურთი ერთმანეთის მიყოლებით 4-5 მორაგბემ ვერ დაიმორჩილა, შედეგად, რუსთაველებმა მას ფეხი წაკრეს და რადგან არეულობაში რეფერი ვერ გაერკვა, გვერდით მსაჯს გაესაუბრა, რის შემდეგაც ლელო ჩათვალა. რადგან ეს მატჩი ტელევიზიით გადაიცემოდა, ეპიზოდის გამეორებაზე ხილვის საშუალება გვქონდა (რისი საშუალებაც მსაჯებს არ ჰქონდათ) და იქ გამოჩნდა, რომ შემტევებს დამიწება გაჩეჩილაძემ დაასწრო. ასეა თუ ისე, რეფერიმ ნათელაშვილს ლელო ჩაუთვალა, გარდასახვა კი, არაზუსტი იყო. ტაიმის ბოლოს “ყოჩებს” კომბინაციური თამაშის კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ კვლავ შეცდომა დაუშვეს და ტაიმი 0:12 დათმეს.
მეორე ტაიმში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ბოლნისელებმა შერკინებაში უპირატესობის მოსაპოვებლად ორივე ბურჯი შეცვალეს, მაგრამ სანამ ისინი გახურდებოდნენ “ხარები” დაჯარიმდნენ და სოხაძემ ჩამორჩენა შეამცირა, რამდენიმე წუთში კი, მასკარიდან მარცხნივ, დაახლოებით 42 მეტრიდან დარტყმა გაუცუდდა. 52-ე წუთზე რუსთაველები კარის წინ 35 მეტრში დაჯარიმდნენ და სოხაძემ “ყოჩების” სათამაშო უპირატესობა მეორედ ასახა 3 ქულაში - 6:12. 56-ე წუთზე ბასიალიას ხელსაყრელი პოზიციიდან შეეძლო 9-ქულიანი უპირატესობის აღდგენა, მაგრამ ჯარიმა არაზუსტად დაარტყა, მერე კი, “ყოჩებმა” კარგი მოლით შეუტია, “ხარები” დაჯარიმდა და სოხაძემ გასატანი პოზიციიდან სხვაობა სარაგბო საზომებით მინიმუმამდე დაიყვანა - 9:12.
გარდამტეხი 67-ე წუთი აღმოჩნდა, როდესაც “ყოჩებმა” თავისი ერთადერთი ლელო გაიტანა და შეხვედრაში პირველად დაწინაურდა. ლელო ხანგრძლივ შეტევას მოყვა და საკმაოდ ლამაზი გამოდგა: სოხაძემ გრძელი გოგოლაშვილს გადაცემა გაუკეთა, ის ჯერ ორ მცველს შორის გაძვრა, უფრო მარცხნივ სანდრო ნიჟარაძეზე პასის გაკეთებას თავად არჩია იერიშის დასრულება, გულიტაშვილს გასცდა და ბურთი ძელებთან ახლოს დაამიწა, რის შემდეგაც სოხაძეს გარდასახვის გატანაც არ გაჭირვებია - 16:12. 76-ე წუთზე “ყოჩების” შერკინებამ სოხაძეს კარის წინ 24 მეტრში ჯარიმა მოუტანა, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი რა თქმა უნდა არ შეცდა და უპირატესობა 7-ქულიანი გახდა. დარჩენილ დროში “ხარებმა” მოინდომა, ყველა ჯარიმა აუტში გადაიტანა და მოლით სცადა ფონს გასვლა, მაგრამ “ყოჩებმა” მომხვდურს ყველა ჯერზე უკან დაახევინა, თუმცა, ბოლოს ჯარიმდებოდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. მერე ბექა გუგეშაშვილი სინბინით დაისაჯა და ამჯერად კაცნაკლულმა ბოლნისელებმა ზედ ლელოს ხაზზე შეძლეს მეტოქის მიძალების შეჩერება, თუმცა კვლავ დაჯარიმდნენ. მაგრამ ერთ-ერთი რუსთაველი მორაგბე მსაჯს შეეკამათა, რის გამოც სინბინით ისიც დაისაჯა, ბურთი “ყოჩებს” გადაეცა და თამაშიც მათი გამარჯვებით დასრულდა.
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. დიდი 10. XIII ტური
29 იანვარი
თბილისი. “შევარდენი”.
არმაზი (თბილისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი) 13:29 (3:15)
30 იანვარი
თბილისი. “შევარდენი”. 400 მაყურებელი
ყოჩები (ბოლნისი) - ხარები (რუსთავი) 19:12
ყოჩები: 15. ლევან გოგოლაშვილი, 14. სანდრო ნიჟარაძე, 13. დავით ხიდეშელი, 12. გიორგი ხარშილაძე, 11. ალექსი ხუციშვილი, 10. თემურ სოხაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. ბაჩანა გოგიშვილი, 2. ირაკლი სვანიძე, 3. გიორგი ჯაშიტაშვილი, 4. მიხეილ არჩუაშვილი, 5. დემურ ეფრემიძე, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ნიკა ჩხიკვაძე.
სათადარიგოები: 16. გიორგი ცუცქირიძე, 17. თემურ ჯინჭარაძე, 18. გიორგი ხოსიტაშვილი, 19. დავით რძელიშვილი, ან რატი ურუშაძე, 20. ბექა გუგეშაშვილი, 21. გიორგი კაჭარავა, 22. რატი გარუჩავა, 23. ნიკა ცირეკიძე.
1 ლელო: გოგოლაშვილი
1 გარდასახვა: სოხაძე
4 ჯარიმა: სოხაძე
2 სინბინი: გაჩეჩილაძე, გუგეშაშვილი
ხარები: 15. თორნიკე თეგეტაშვილი, 14. დავით გულიტაშვილი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გიორგი ნათელაშვილი, 11. გიორგი ბებიაშვილი, 10. გიორგი ბასილაია, 9. კობა ბუჯიაშვილი; 1. მიშა ზურიკაშვილი, 2. უჩა აღაშვილი, 3. მიშა წიკლაური, 4. ბიძინა ჯიმშიტაშვილი, 5. მამუკა ცხადაძე, 6. ლაშა გოგიაშვილი, 7. გიგა ქვლივიძე, 8. ჟორა მღებრიშვილი.
სათადარიგოები: 16. ვაჟა თაგაური, 17. გიორგი გოგოლაძე, 18. ნიკა კევლიშვილი, 19. ნიკოლოზ ბერძული, 20. ბექა ბებიაშვილი, 21. გიორგი მისრიაშვილი, 22. ნიკოლოზ ბეჟუაშვილი, 23. რატი ღამბაშიძე.
2 ლელო: ზურიკაშვილი, ნათელაშვილი
1 გარდასახვა: ბასილაია
1 სინბინი: წიკლაური
ფოთი.
ბათუმი (ბათუმი) - აკადემია (თბილისი) 21:16
30/01 | კლუბი ქალაქი | თ | მ | ფ | წ | +პ | +ნ | -დ | გატ:გაშ | სხვ | ლ | ქ |
1 | ლელო სარასენს თბილისი | 13 | 10 | 1 | 2 | 2 | 1 | 0 | 250:178 | +72 | 27/16 | 45 |
2 | ბათუმი ბათუმი | 13 | 9 | 1 | 3 | 1 | 3 | 0 | 222:174 | +48 | 18/07 | 42 |
3 | ლოკომოტივი თბილისი | 12 | 8 | 0 | 4 | 1 | 4 | 0 | 225:172 | +53 | 22/12 | 37 |
4 | ყოჩები ბოლნისი | 13 | 8 | 0 | 5 | 1 | 3 | 0 | 224:201 | +23 | 17/18 | 36 |
5 | ჯიქი გორი | 12 | 7 | 1 | 4 | 3 | 2 | 0 | 193:135 | +58 | 22/09 | 35 |
6 | აია ქუთაისი | 12 | 7 | 1 | 4 | 1 | 2 | 0 | 198:170 | +28 | 14/12 | 33 |
7 | აკადემია თბილისი | 13 | 5 | 0 | 8 | 0 | 4 | 0 | 130:189 | -59 | 08/19 | 24 |
8 | ხარები რუსთავი | 13 | 4 | 0 | 9 | 0 | 5 | 0 | 153:216 | -63 | 13/23 | 21 |
9 | არმია თბილისი | 12 | 2 | 1 | 9 | 0 | 6 | 0 | 195:268 | -73 | 13/31 | 16 |
10 | არმაზი თბილისი | 13 | 0 | 1 | 12 | 0 | 7 | 0 | 165:252 | -87 | 15/22 | 9 |
^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო | 30/01 @ 16.30 |
ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში |
31 იანვარი
თბილისი. “შევარდენი”. 14:00 საათი
ჯიქი (გორი) - არმია (თბილისი)
ქუთაისი. 14:30 საათი
აია (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი)