ფეხბურთი

16:33 | 30.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გარდაქმნილი იგუაინი

მიმდინარე სეზონი “ნაპოლის” არგენტინელი თავდამსხმელის, გონსალო იგუანის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა. “პიპიტა” სერია A-ს ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს – 21 მატჩი, 21 გოლი. სხვათა შორის იტალიის ჩემპიონატში ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი შორეულ წარსულში გუნარ ნორდალს აქვს გატანილი (35) და გონსალო თურმე ხსენებულ რეკორდს უმიზნებს. გარდა ამისა, ურიგოდ არც ევროპა ლიგაზე ირჯება, სადაც 3 ჩატარებულ შეხვედრაში თავი 2-ჯერ გამოიჩინა.

ყველაზე ლამაზი გოლი – “გოლი, რომელიც თამაშს იგებს, თუმცა მე მაინც შარშან “სან პაოლოზე” “რომას” კარში გატანილ გოლს გამოვარჩევდი”.

გუნარ ნორდალის რეკორდი (35 გოლი) – “რთული იქნება, მაგრამ ვეცდები. ეს ჩემი საუკეთესო სეზონია? – ასეთი იქნება თუ ტიტულს მოვიგებ”.

ნეაპოლი – საოცარი ხალხი ცხოვრობს, რომელთანაც საუბარი ყველა საკითხზე შეიძლება. სტადიო “სან პაოლო” ძალიან მაგონებს ბუენოს-აირესის “მონუმენტალს”. როდესაც ხალხი შენს სახელს სკანდირებს, ფეხბურთელისთვის ეს მაქსიმუმია”.

შეძლებს თუ არა იგუაინი ნორდალის რეკორდის დამხობას, მაისში გავიგებთ. ისე, აღებული ტემპით თუ გააგრძელებს, შეუძლებელი არაფერი იქნება...

0.114929