მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში ფინანსური მაქინაციებისა და კორუფციული გარიგებების საქმის გამოძიება გრძელდება და ახალ ახალი ფაქტებიც მზეურდება.
Reuters-ი ინფორმაციით, ამერიკელი სამართალდამცავების ყურადღების ობიექტი გახდა 2015 წელს ფიფადან გვატემალის ფეხბურთის ფედერაციის ანგარიშზე გადარიცხული 1,1 მილიონი დოლარი. როგორც ირკვევა, აღნიშნულმა თანხამ ცხრა ტრანზაქცია გაიარა და დანიშნულების ადგილამდე ვერ ჩააღწია. გვატემალის ფეხბურთის ფედერაციის წლიურ ანგარიშში მხოლოდ 250 ათასი აისახა, ფიფადან გადარიცხული 1,1 მილიონიდან. ახლა ამერიკელები სწორედ იმას არკვევენ, ვინ მიითვისა თანხის დიდი ნაწილი.