ბელგიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მუსა დემბელემ ლონდონის “ტოტენჰემთან” კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. ინფორმაცია “მამლების” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.
დემბელე ინგლისურ გუნდში 2012 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 20 მატჩი ჩაატარა და ლონდონელებს 4 გატანილი გოლით დაეხმარა. ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება 14 მილიონ ევროს შეადგენს.