ფეხბურთი

23:43 | 29.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” ბოსნიელი დაიმატა

გენუის “სამპდორიასა” და ბოსნიის ეროვნული ნაკრების წევრი ერვინ ძუკანოვიჩი “რომას” ფეხბურთელია. როგორც “გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, 28 წლის მცველი უკვე “ტრიგორიაზეა” და რომაულ გუნდში სეზონის ბოლომდე ითამაშებს, ხოლო მისი იჯარა 1.5 მილიონი ევრო დაჯდა. თავის მხრივ, ზაფხულში “რომას” ფეხბურთელის გამოსყიდვა 2.5 მილიონ ევროდ შეეძლება.

ძუკანოვიჩმა, რომელიც “სამპდორიას” მიმდინარე სეზონის წინ ვერონას “კიევოდან” შეუერთდა, წლეულს 19 შეხვედრაში თავის სამჯერ გამოჩენა შეძლო. რაც შეეხება ბოსნიის ნაკრებს, ეროვნულ ნაკრებში ერვინს 12-ჯერ უთამაშია.

0.114089