ჩოგბურთი

14:23 | 29.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვინუს უილიამსი “ინდიან-უელსში” ითამაშებს

“დიდი სლემის” 7-გზის ჩემპიონი ვინუს უილიამსი 15-წლიანი პაუზის შემდეგ “ინდიან-უელსის” ტურნირში ითამაშებს.

ვინუსმა “ინდიან-უელსის” მასტერსზე ბოლოს 2001 წელს იასპარეზა. გულშემატკივრების მხრიდან რასისტული შეძახილების გამო კი 15 წელი აღნიშნულ ტურნირს ბოიკოტს უცხადებდა.

14-წლიანი პაუზის შემდეგ, გასულ წელს დაუბრუნდა “ინდიან-უელსის” ტურნირს ვინუსის და, სერენა უილიამსი, სადაც გულშემატკივრებმა ლეგენდას თბილი დახვედრა მოუწყვეს.

0.11185