გუშინ, მარტვილის “მერანი” თურქეთში გაემგზავრა და ქალაქ სიდეში დაბანაკდა, სადაც შეკრებას გაივლის.
სიდეში “მერანი” რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს. მარტვილელთა მეტოქეები იქნებიან: “სლავია” (ბულგარეთი), “ზაგლებიე” (პოლონეთი), “შახტარი” (ყაზახეთი) და რუმინეთის ეროვნული ნაკრები. მატჩები 1, 3, 6, 9 თებერვალს გაიმართება.
“მერანი” საქართველოში 11 თებერვალს დაბრუნდება.