ფეხბურთი

23:32 | 28.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი 6 კვირას გამოტოვებს

ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ტრავმის გამო თამაშს 6 კვირა ვერ შეძლებს.

24 წლის ფეხბურთელმა “ევერტონთან” მოგებულ (3:1) სათასო მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გასაყვანი შეიქნა. როგორც გაირკვა, ბელგიელს ტერფი და მუხლი აქვს დაზიანებული და მინიმუმ ექვსი კვირის განმავლობაში მოედანს ვერ დაუბრუნდება.

ამრიგად, დე ბრუინი ინგლისის ლიგის თასის ფინალურ შეხვედრას გამოტოვებს, სადაც მისი გუნდი 28 თებერვალს “ლივერპულს” დაუპირისპირდება. ის ასევე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მატჩებში ვერ მიიღებს მონაწილეობას, სადაც “მანჩესტერ სიტის” მეტოქე კიევის “დინამო” იქნება.

ბელგიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “ქალაქელების” მაისური 31-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.127635