სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

0:01 | 29.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“აკადემია”-“ოლიმპი” 9 თებერვალს ჩატარდება

სუპერლიგის მორიგი ტური 30 იანვარს გაგრძელდება. პარალელურად საქართველოს თასის გათამაშებაც იმართება, რომელშიც ა-ლიგისა და რეგიონების გუნდებიც მონაწილეობენ. შესაბამისად, დედაქალაქის კლუბებს მატჩები რეგიონშიც უწევდათ.

აჭარაში იმყოფებოდა “ოლიმპი“, რომელმაც ბათუმის გუნდთან მეოთხედფინალური სათასო შეხვედრა გამართა. როგორც მოგეხსენებათ, უამინდობის გამო, აჭარის რეგიონის მიმართულებით მოძრაობა პარალიზებულია და სატრანსპორტო საშუალებებს ნელა უწევთ გადაადგილება.

აღნიშნული მიზეზის გამო, სუპერლიგის თამაში „ოლიმპსა“ და „აკადემიას“ შორის, რომელიც 30 იანვარს უნდა გამართულიყო, გუნდებთან და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტთან შეთანხმებით, 9 თებერვალს გადაიდო. მატჩი 19:45 საათზე თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120496