ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და “სანდერლენდის” ცენტრალური მცველი 25 წლის სებასტიან კოატესი ლისაბონის “სპორტინგში” იჯარის წესით ითამაშებს. აღნიშნული ტრანსფერი პორტუგალიური გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
კოატესმა მიმდინარე სეზონში “შავი კატების” მაისური 19-ჯერ მოირგო და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 2.5 მილიონ ევროს შეადგენს.