ნბა-ში “გოლდენ სტეიტმა” “დალასი” 127:107 დაამარცხა და 1993 წლის შემდეგ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ზედიზედ 5 შეხვედრაში 120 და მეტი ქულა ჩააგდო. 1993 წელს ამგვარი შედეგი “ფინიქს სანსმა” დააფიქსირა. “დალასთან” მოგებულ შეხვედრაში ფავორიტს კლეი ტომპსონმა ულიდერა, რომელმაც კარიერაში ყველაზე მეტი - 45 ქულა ჩააგდო.