გამოცდილმა თავდამსხმელმა მარკო ბორიელომ “კარპი” დატოვა და “ატალანტაში” გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.
33 წლის ფორვარდი ახალ კლუბს უსასყიდლოდ შეუერთდა და ბერგამოში სეზონის ბოლომდე გაირჯება.
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრა ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.