ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავთა” მატჩზე დასავლეთ კონფერენციის გუნდს “სან ანტონიოს” თავკაცი გრეგ პოპოვიჩი გაუღვება.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთში 41 მოგებით და 4 მარცხით პირველ ადგილზე “გოლდენ სტეიტი” იმყოფება, თუმცა, ამ გუნდის დამრიგებელ სტივ კერს გუნდს ზედიზედ მე-2 “ოლ სტარზე” გაყვანის უფლება არ ჰქონდა.
ამგვარად, არჩევანი პოპოვიჩზე შეჩერდა, რომლის “სპურზიც” დასავლეთ კონფერენციაში მეორეა – 38 გამარჯვება, 7 წაგება.
ახლა, სწორედ “სან ანტონიოს” მხცოვანმა დამრიგებელმა უნდა დაასახელოს დასავლეთის გუნდის დარჩენილი შვიდი კალათბურთელი, რომელთა შორის მოხვედრის თეორიული შანსი ზაზა ფაჩულიასაც აქვს.