“დალას მავერიქსი” ხვალ დილას მორიგ მატჩს ნბა-ს საუკეთესო გუნდ “გოლდენ სტეიტ უორიორსთან” გამართავს და მოედანზე გასვლა ზაზა ფაჩულიას და დირკ ნოვიცკის გარეშე მოუწევს.
ქართველ ცენტრს აქილევსის მყესი ისევ აწუხებს და იძულებითი დასვენება უწევს, გერმანელ ვეტერანს კი მწვრთნელი რიკ კარლაილი დასვენების საშუალებას აძლევს.
ტეხასელები ამ შეხვედრაში ფავორიტებად ისედაც არ მოიაზრებოდნენ, 2 წამყვანი კალათბურთელის გარეშე კი, უეჭველი წაგებისთვის არიან განწირულნი.