“ავსტრალიის ღია პირველობის” მეოთხედფინალში ენდი მარეიმ დავიდ ფერერი 6:3, 6:7, 6:2, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა სამ საათსა და 25 წუთს გაგრძელდა. ენდიმ მეორე სეტში ტაი-ბრეიკი 5:7 წააგო, ხოლო დანარჩენ სამ სეტში ბრიტანელი დომინირებდა.
მარეიმ 11 ეისი ჩააწოდა და 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა, 13 შესაძლებლობიდან 6 ბრეიკი შეასრულა.
მარეი ნახევარფინალში რაონიჩ-მონფილსის გამარჯვებულს შეხვდება.