ჭადრაკი

13:39 | 27.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილმა გიბრალტარში გამარჯვებით დაიწყო

გიბრალტარში სტარტი აიღო ტრადიციულმა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირმა (Tradewise Gibraltar Chess Festival 2016), რომელშიც ერთადერთი ქართველი მონაწილე – ბელა ხოტენაშვილი (2502) ჩაერთო.

ელიტარულ მასტერსის დონეს 250-მდე მონაწილე ჰყავს, შეჯიბრი კი შვეიცარიული სისტემით წარიმართება და საპრიზო ფონდიც ძალიან სერიოზულია. ტურნირის გამარჯვებული 20 ათას ბრიტანულ ფუნტს მიიღებს, ქალთა შორის საუკეთესოს კი 15 ათასი ერგება.

პირველ ტურში ხოტენაშვილმა თეთრი ფიგურებით ჰოლანდიელი გერბენ ველტკამპი (2135) დაამარცხა, მეორეში კი შავებით აშშ-ს სახელით მოთამაშე კონსტანტინ კავუცკის (2360) ეთამაშება.

გიბრალტარში მიმდინარე შეჯიბრის ფავორიტები ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2787), მაქსიმ ვაშია-ლაგრავე (საფრანგეთი, 2785), ვიშვანათჰან ანანდი (ინდოეთი, 2784), პენდიალა ჰარიკრიშნა (ინდოეთი, 2755), ჩაო ლი (ჩინეთი, 2751), იანგიი იუ (ჩინეთი, 2747), დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი, 2732), რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი, 2727) და სხვები არიან.

პირველ ტურში 2 სენსაცია დაფიქსირდა. ანანდმა თეთრი ფიგურებით ყაიმი უნგრელ ქალ მოჭადრაკე შიდონია ვაიდა ლაზარნესთან (2359) გააფორმა, ხოლო იუ შავებით შვეიცარიელ ალექსანდრე ვუილეუმიეს (2356) დაუზავდა.

0.10761